რეზონანსი
01.06.2017

 (რეზონანსი) გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის მწყემსები მგლის მოკვლის უფლების მინიჭებას ითხოვენ. მათი თქმით, მგლები ე.წ. საპატარასა და მლაშეთხევის ტერიტორიაზე თავისუფლად მოძრაობენ.

ადგილობრვ მედიასთან საუბრისას ხვიჩა სადაღაშვილმა განაცხადა,რომ ფური ნახევრად შეჭმული დახვდა. მისი თქმით, სავარაუდოდ, რამდენიმე მგელი ფერმაში შევიდა და საქონელი გაანადგურა.

,,ეხლა ეს ცხვრის ძაღლები მაინც აკავებს მგელს, მაგრამ საზაფხულო საძოვრებზე როცა წავალთ, უარესი მოხდება. პირდაპირ ვარდებიან ფარაში და ნახირში, ზოგჯერ სამი ერთად, ზოგჯერ ექვსიც ყოფილა, ზომებია მისაღები" , - აცხადებს ზურაბ სადაღაშვილი.

ხვიჩა სადაღაშვილი რამდენიმე მწყემსთან ერთად, მინდორში თანასოფლელებისგან მიბარებულ საქონელს ინახავს. პირუტყვის გაუჩინარების ან დაღუპვის შემთხვევაში კი საქონლის ანაზღაურება მას მოუწევს.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ქვახვრელში მცხოვრები ვანო ნუსხელიძე, საკითხის დაყენებას საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გეგმავს. მისი თქმით, აუცილებელია,რომ მწყემსებს მგლის მოკვლის ან ნადირის იარაღით დაშინების უფლება მიეცეთ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×