რეზონანსი
01.06.2017

 (რეზონანსი) გასულ წელს ერთ წლამდე ასაკის 511 ბავშვი გარდაიცვალა.ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლით, საქართველო კვლავ მაღალ ადგილზეა. ამის შესახებ მონაცემებს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

ომბუდსმენმა საქართველოში ბავშვთა უფლებების მდგომარეობის შესახებ 2016 წლის ანგარიში დღეს არასამთავრობო სექტორს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო.

სახალხო დამცველის ანგარიშში განსაკუთრებულ პრობლემად ბავშვთა სიღარიბე, ფიზიკური დასჯისა და ბულინგის ფაქტები, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემები დასახელდა.

ანგარიშის თანახმად, მხოლოდ 2016 წელს საბაზო განათლების დასრულებამდე, 241-მა ბავშვმა შეწყვიტა სწავლა, ხოლო საბაზო განათლების დასრულების შემდეგ 924-მა. რაც შეეხება ძალადობას, 2016 წელს ძალადობის 755 ფაქტი გამოვლინდა. შეხვედრაზე სახალხო დამცველმა სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგთა მცირე რაოდენობაზეც ისაუბრა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×