(რეზონანსი)გარემოს დაცვის ინსპექციამ უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინა.წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამებისა და ბეშთაშენის მიმდებარედ, წყალსაცავში ჩააგდეს 9 ერთეული, დაახლოებით 70 მეტრის სიგრძის სახლართი ბადე, რომლებიც ერთმანეთზე იყო გადაბმული. მათ მოპოვებული ჰქონდათ 34 კილოგრამი კარჩხანას სახეობის თევზი.
მოქალაქეებს სახლართი ბადეები და უკანონოდ მოპოვებული თევზი ჩამოერთვათ. ფაქტები სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება.
გარემოს დაცვის ინსპექციამ გურიაში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტიც გამოავლინა.ოზურგეთში,სოფელ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ნატანების სანაპიროზე, კომპანიამ 1336,8 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში უკანონოდ მოიპოვა.
გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა 1536,80 ლარი შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი ზიანის კატეგორიაა. საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.