რეზონანსი
01.06.2017

 (რეზონანსი) მანჩესტერის ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილმა, სალმან აბედიმ აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, ლიბიაში უცნობ ნომერზე დარეკა, მას ტელეფონით აუცილებელი ინსტრუქციები შეეძლო მიეღო. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „РИА Новости" ბრიტანულ გაზეთ „Times"-ზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, ტერაქტამდე ცოტა ხნით ადრე აბედიმ ტრიპოლიში დედასთან გამოსამშვიდობებლად დარეკა. გარდა ამისა, ეჭვმიტანილმა ლიბიაში დარეგისტრირებულ მობილური ტელეფონის სხვადასხვა ნომერზე დარეკა, რომლებიც მის ნათესავებს არ ეკუთვნის.

„სქაი ნიუსის" ცნობით, მანჩესტერის ტერაქტში ეჭვმიტანილი სალმან აბედი 1994 წელს დაიბადა. მისი მშობლები ლიბიელები არიან, რომლებიც თავის დროზე მუამარ კადაფის რეჟიმს გამოექცნენ.

მანჩესტერში ტერაქტი 22 მაისს, ადგილობრივი დროით 22:30 საათზე, არიანა გრანდეს კონცერტზე მოხდა. აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა და 59 მძიმედ დაშავდა. დაღუპულთა შორის 12 ბავშვია.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×