რეზონანსი
01.06.2017

 (რეზონანსი) ნიგერის უდაბნოში 44 მიგრანტის ცხედარი იპოვეს, დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. ამის შესახებ ინფორმაციას „BBC"-ი ავრცელებს.

ნიგერის ხელისუფლების თქმით, მიგრანტები როგორც ჩანს,ლიბიის ტერიტორიაზე გადასვლას და შემდეგ ევროპაში გამგზავრებას ცდილობდნენ. თუმცა, სატრანსპორტო საშუალება, რითაც ისინი მგზავრობდნენ გაფუჭდა და ხალხი სიცხისგან და უწყლობისგან დაიღუპა.

უცხოური მედიის ცნობით, ექვსმა მიგრანტმა შეძლო ადგილობრივ სოფლამდე ჩაღწევა, თუმცა დანარჩენებისთვის უკან მობრუნება უკვე გვიანი იყო. უმეტესობა ლტოლვილი ნიგერიდან და ჰანიდან იყვნენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×