რეზონანსი
02.06.2017

 (რეზონანსი) დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ პარიზის კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის შეთანხმებას დატოვებს. მისი თქმით, შეთანხმების პირობების შესრულება შეერთებული შტატებისთვის ეკონომიკურად წამგებიანია.

აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას „BBC"-ი ავრცელებს.გამოცემის ცნობით, შეთანხმებიდან საბოლოოდ გამოსვლას 3 წელი დასჭირდება. დონალდ ტრამპის თქმით, შეთანხმებაში დაბრუნება შესაძლებელია, თუ არსებული პირობები შეიცვლება.

კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმება 2015 წლის 12 დეკემბერს, პარიზში მიიღეს. მისი მიზანი ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გავრცელების შეზღუდვაა. შეთანხმება წევრ ქვეყნებს 2020 წლამდე, განვითარებადი ქვეყნების ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებისთვის, 100 მილიარდი დოლარის გამოყოფას ავალდებულებს.

პარიზის შეთანხმების ძირითადი ამოცანა გლობალურ დათბობასთან ბრძოლაა.აშშ და ჩინეთი მას გასულ წელს შეუერთდნენ. საქართველო კი პარიზის შეთანხმებას 2016 წელს შეუერთდა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×