რეზონანსი
02.06.2017

 (რეზონანსი) იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მიღების გამარტივების პროცედურებს განიხილავს. ეს გადაწყვეტილება იაპონიაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისას მიიღეს.

1 ივნისს, მიხეილ ჯანელიძე იაპონელ კოლეგას, ფუმიო კიშიდას შეხვდა. მინისტრები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ თანამშრომლობის განვითარებას ინოვაციების, მაღალი ტექნოლოგიების სფეროში.მიხეილ ჯანელიძემ იაპონიის საგრეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოში ოფიციალურად მოიწვია.

ქართველმა მინისტრმა შეხვედრები გამართა რობოტიქსის ასოციაციაში და ტოკიოს თანამედროვე მეცნიერებათა მუზეუმში.საქართველოს დელეგაციას გააცნეს თანამედროვე ტენდენციები, რობოტიქსის ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები საწარმოო, სამედიცინო და გარემოს დაცვის სფეროებში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×