რეზონანსი
02.06.2017

 (რეზონანსი) ბათუმის მერია ტროტუარის ნაწილს მასზე მშენებლობის უფლების პერსპექტივით ჰყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები" ავრცელებს.მერიაში ადასტურებენ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ქონების შეძენით კონკრეტული კომპანიაა დაინტერესებული, თუმცა მას ზუსტად ვერ ასახელებენ.

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, 212 კვადრატული მიწის ნაკვეთი აუქციონზეა გატანილი. აღნიშნულ ნაკვეთზე ტროტუარი და იქვე მოწყობილი ღია ავტოსადგომია. ნაკვეთის საწყისი ღირებულება 85 ათასი ლარია. აუქციონი 1 ივნისს დაიწყო და 14 ივნისს დასრულდება.

გამოცემის ცნობით, აუქციონის ერთ-ერთი პირობა ის არის, რომ ამ ნაკვეთზე ბათუმის უნივერსიტეტის კუთვნილი შენობის, ყოფილი „გეპეის" მოპირდაპირედ, მშენებლობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მომიჯნავე ნაკვეთთან, ან ნაკვეთებთან გააერთიანებენ.

გასაყიდი ტროტუარის გვერდით არსებული 5144 კვ/მ ფართობის ნაკვეთი 2016 წლის მაისიდან შპს „ბათმშენის" საკუთრებაშია. თუ აუქციონზე გატანილ ნაკვეთს „ბათმშენი" იყიდის, ამ მონაკვეთში ფიროსმანის ქუჩა ტროტუარისა და ავტოსადგომის გარეშე დარჩება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×