რეზონანსი
02.06.2017

 (რეზონანსი) კომაროვის სკოლის 2017 წლის კურსდამთავრებული და ოქროს მედალოსანი, მერი კავთელიშვილი მსოფლიოს 4 წამყვანმა უნივერსიტეტმა მიიღო. კომაროვის ყოფილ მოსწავლეს თითოეულმა საშუალოდ 250 000$ დაფინანსება მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას კომაროვის სკოლა ავრცელებს.

მერიმ სწავლის გასაგრძელებლად პენსილვანიის უნივერსიტეტი აირჩია, რომელიც „Ivy League"-ის წევრი უნივერსიტეტია. „Ivy League"-ში ამერიკის რვა ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი შედის, როგორიც არის ჰარვარდი, პრინსტონი, იეილი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, კორნელი, ბრაუნი და დარტმუსი.

პენსილვანიის უნივერსიტეტი ბენჯამინ ფრანკლინმა დააარსა და ამერიკაში სიძველით მეოთხე უმაღლესი სასწავლებელია. ყოველწლიურად პენსილვანიის უნივერსიტეტი აპლიკანტების მხოლოდ 9%-ს იღებს. აქ სწავლობდნენ დონალდ ტრამპი და უორენ ბაფეტი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×