რეზონანსი
02.06.2017

 (რეზონანსი) „არ იღელვოთ, იყავით ბედნიერები" , - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა კლიმატის ცვლილებების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა. პუტინის თქმით, არაფერია სანერვიულო იმაში, რომ აშშ კლიმატის ცვლილებების შესახებ შეთანხმებას გამოეთიშა. ამის შესახებ ინფორმაციას „ВЕСТИ.ru" ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინმა იხუმრა, რომ მსოფლიოს მასშტაბით არსებული ცუდი ამინდიც, შესაძლებელია, „ამერიკული იმპერიალიზმის" ბრალი იყოს.

დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ პარიზის კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის შეთანხმებას დატოვებს. მისი თქმით, შეთანხმების პირობების შესრულება შეერთებული შტატებისთვის ეკონომიკურად წამგებიანია. შეთანხმებიდან საბოლოოდ გამოსვლას 3 წელი დასჭირდება.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×