(რეზონანსი) პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის" ეთერში მისი თქმით, განათლების მინისტრის არალოგიკურ განცხადებებზე და ქვეყნის კრიზისის მართვის პრობლემებზე ისაუბრა. ხუხაშვილის განცხადებით, ალექსანდრე ჯეჯელავას გამოსვლები არაადეკვატური და სამარცხვინოა.
„მოსწავლეებს ჰყავთ განათლების მინისტრი,რომელიც სამარცხვინო განცხადებებს სამარცხვინო განცხადებებზე აკეთებს, არც მოიძებნა ვინმე,რომ უთხრას გაჩერდეს, დამალონ მაინც ეს კაცი" , - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
პოლიტიკის ექსპერტის თქმით, ხელისუფლება პრობლემებს რეალურად ვერ აფასებს, პოლიტიკოსებს კი კომპეტენცია აკლიათ, რომ ეფექტიანი გადაწყვეტილებები მიიღონ.
„ხელისუფლებაში ერთი ადამიანიც არ დარჩა, ვისაც აქვს პოლიტიკური აზროვნების უნარი. ან ვერავინ ხედავს და ეს ერთი უბედურებაა. მმართველობითი სისტემის კოროზია მიმდინარეობს. ხელისუფლება ცენტრალიზებულად არ უყურებს ყველაფერ ამას და ცალცალკე საკმაოდ უხარისხო მენეჯმენტი აქვს. ჯეჯელავა გახდა ამ პაროდიული მცდელობების სიმბოლი, „იუთუბის" გმირი. ალბათ ბევრი მნახველი ჰყავს მის ე.წ რგოლებს" , - განაცხადა ექსპერტმა „ტვ პირველის" ეთერში.