რეზონანსი
03.06.2017

 (რეზონანსი) ბათუმში ფიროსმანის ქუჩაზე ტროტუარის გაყიდვასთან დაკავშირებით, ქალაქის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. თვითმმართველ ორგანოში აცხადებენ, რომ იმ ადგილზე, სადაც მერია მიწის ნაკვეთს პირობებიან აუქციონზე ყიდის, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება. აუქციონზე გატანილი ტროტუარი კი სასტუმროსთან ავტობუსების შესასვლელ-გასასვლელი ზონა იქნება.

„ძირითად მიწის ნაკვეთზე შენდება ხუთვარსკვლავიანი, არანაკლებ 180-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი. შესასვლელი მოეწყობა ფიროსმანის ქუჩის მხრიდან. დაგეგმილი აქვთ, რომ შემოიყვანონ ბრენდული კომპანია მართვაში, რომლის მოთხოვნაა, ფიროსმანის ქუჩის მხრიდან იყოს ავტობუსების შესასვლელ-გასასვლელი" , - განაცხადა ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსმა, გოგა ლომაძემ.

ბათუმის მერიის წარმომადგენლის თქმით, ტროტუარი ფუნქციურ დანიშნულებას შეინარჩუნებს . სწორხაზოვნის ნაცვლად, შეტეხილი ბილიკი იქნება და საპარკინგე სივრცე შეიქმნება.

ბათუმის მერია ტროტუარის ნაწილს მასზე მშენებლობის უფლების პერსპექტივით ჰყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები" ავრცელებს. აღნიშნულ ნაკვეთზე ტროტუარი და იქვე მოწყობილი ღია ავტოსადგომია. ნაკვეთის საწყისი ღირებულება 85 ათასი ლარია. აუქციონი 1 ივნისს დაიწყო და 14 ივნისს დასრულდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×