(რეზონანსი) კორპორაცია „Google"-ი აცხადებს, რომ 2018 წელს ინტერნეტის ბრაუზერ „Chrome"-ში ახალ ფუნქციას დაამატებს, რომელიც გამაღიზიანებელ ინტერნეტრეკლამას დაბლოკავს. ამის შესახებ ინფორმაციას „BBC"-ი ავრცელებს.
კომპანიის მიერ გავრცელებულ ბლოგში ნათქვამია, რომ ისინი საიტების მფლობელებს შესთავაზებენ ახალ პლატფორმას, რომელიც მათ დაეხმარება გაარჩიონ, რომელი რეკლამა ითვლება გამაღიზიანებლად და რომელი აკმაყოფილებს სტანდარტებს.
„BBC"-ის ინფორმაციით, გამაღაზიანებლად ჩაითვლება რეკლამა, რომელიც მოულოდნელად, პატარა ფანჯარაში ჩნდება და ავტომატურად ირთვება.
Google-ში ფიქრობენ, რომ ახალი ფუქნცია მომხმარებლების რიცხვს გაზრდის, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ სპეციალური ინსტრუმენტის საშუალებით, გამაღიზიანებელი რეკლამები დაბლოკონ.