რეზონანსი
03.06.2017

 (რეზონანსი) ბრიტანეთის პოლიციამ მანჩესტერის ტერაქტში ეჭვმიტანილი 24 წლის ახალგაზრდა დააკავა. ის ტერაქტის მოწყობის ბრალდებით დაკავებული მე-17 პიროვნებაა. ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეიდ პრესი" ავრცელებს.

გუშინ მანჩესტერის სამართალდამცველებმა ის მანქანა აღმოაჩინეს, რომელიც მათი განცხადებით, თვითმკვლელ ტერორისტს, სალმან აბედს ეკუთვნოდა.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ მანქანა, რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს გამოძიებისთვის", - განაცხადა ქალაქის პოლიციის უფროსმა.

მანჩესტერში ტერაქტი 22 მაისს, ადგილობრივი დროით 22:30 საათზე, არიანა გრანდეს კონცერტზე მოხდა. აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა და 59 მძიმედ დაშავდა. დაღუპულთა შორის 12 ბავშვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×