რეზონანსი
03.06.2017

 (რეზონანსი) უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო ტურნირების სავარაუდო მასპინძელი ქვეყნები დაასახელა. როგორც ცნობილი გახდა, მსოფლიო ჩემპიონატი 2022 წელს ყატარში, 2026 წელს კი სამხრეთ ამერიკაში ჩატარდება. რაც შეეხება 2030 წლის „მსოფლიო თასის" გათამაშებას, ჩეფერინი მომხრეა, რომ მას დიდმა ბრიტანეთმა უმასპინძლოს.

„დარწმუნებული ვარ,რომ ისინი თავს გაართმევენ ტურნირის მასპინძლობას როგორც ორგანიზების, ასევე ინფრასტრუქტურის მოწყობის თვალსაზრისით. ყველამ კარგად ვიცით ბრიტანული ფეხბურთის შესახებ, ისინი იმსახურებენ, რომ მომავალში „მსოფლიო თასი" აქ გაიმართოს" - განაცხადა ჩეფერინმა „BBC"-თან საუბრისას.

ჩეფერინმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთის მიერ, ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა მათთვის ხელსაყრელია, რადგან ინფრასტრუქტურის, სასტუმროების კეთილმოწყობის მხრივ ნაკლები საზრუნავი ექნებათ.

ინგლისი, კერძოდ კარდიფი დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს მასპინძლობს. ჩემპიონობისთვის მადრიდის რეალი და იუვენტუსი იბრძოლებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×