რეზონანსი
03.06.2017

 (რეზონანსი) არიანა გრანდემ მანჩესტერის ტერაქტის დროს დაშავებული პატარა თაყვანისმცემლები მოინახულა. პოპმომღერალი ბავშვთა საავადმყოფოში მივიდა.

მანჩესტერში ტერაქტი 22 მაისს, ადგილობრივი დროით 22:30 საათზე, არიანა გრანდეს კონცერტზე მოხდა. აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა და 59 ადამიანი მძიმედ დაშავდა. მანჩესტერ არენაზე 14 200 ადამიანი იმყოფებოდა.

"ოლდ ტრაფორდ"-ის სტადიონზე ხვალ არაინა გრანდე მეგობრებთან ერთად კონცერტს გამართავს. ბილეთის ფასი 40 ევროა, ფასდაკლების გამოცხადებიდან 20 წუთში ყველა ბილეთი გაიყიდა. არიანა გრანდესთან ერთად ჯასტინ ბიბერი, კეტი პერი, მაილი საირუსი და "ქოლდფლეი" იმღერებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×