რეზონანსი
03.06.2017

 (რეზონანსი) შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ აჭარაში საზღვაო სეზონი გახსნა. სააგენტო სეზონს ახალი ინვენტარით, ტექნიკით და 135 გადამზადებული სეზონური მაშველით შეხვდა.

მოქალაქეების უსაფრთხოებისა და რისკების პრევენციისთვის,ზღვაში განლაგდა საცურაო არეალის მანიშნებელი ტივტივები, სამაშველო საგუშაგოები აღიჭურვა საზღვაო-სამაშველო ინვენტარით, სანაპირო ზოლზე დამონტაჟდა საინფორმაციო ბანერები ქართულ და ინგლისურ ენებზე.

სეზონის გახსნის ღონისძიებას შს მინისტის მოადგილეები და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ესწრებოდნენ.

საზღვაო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, წყალზე სამაშველო ოპერაციის სიმულაციური ჩვენებაც მოეწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×