
(რეზონანსი) იტალიაში, კერძოდ ტურინში, ჩემპიონთა ლიგის მატჩის მსვლელობის დროს, „იუვენტუსის" გულშემატკივრებს შორის მომხდარი ჭყლეტისას, 600-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
ინციდენტი „რეალის" მიერ „იუვენტუსის" კარში გატანილი მესამე გოლის შემდეგ მოხდა, როდესაც მოედანზე ასაფეთქებლის ხმა გაისმა.
სააგენტო „AFP" თავის „Twitter"-ის გვერდზე შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების ვიდეოს ავრცელებს. ხალხი მოედნიდან გასვლას ცდილობდა, რასაც ჭყლეტა მოჰყვა. დაშავებულებს შორის ათეულობით ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის ერთი 4 წლის ბავშვია, კიდევ ერთი 3 წლის ბავშვი დაიკარგა, პოლიცია მას ეძებს.
ასაფეთქებელი ჭყლეტვის წარმოქმნის ერთი ვერსიაა. მეორე ვერსიით, ინციდენტის მიზეზი ტროტუარზე მეტალის ჭიშკრის წაქცევა გახდა.