რეზონანსი
04.06.2017

 (რეზონანსი) ლონდონის ტერაქტის შემდეგ ნიუ-იორკში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. პოლიციის დამატებითი დანაყოფების მობილიზების განკარგულება მერმა გასცა. ცენტრალურ ქუჩებში და სკვერებში ანტიტერორისტული ჯგუფები და ცხენოსანი პოლიცია პატრულირებენ.

სამართალდამცავი უწყებები მოქალაქეებს და ტურისტებს ნებისმიერ საეჭვო ვითარებაზე ინფორმაციის მიწოდებას სთხოვენ.

ლონდონში ტერაქტი 3 ივნისს ადგილობრივი დროით 22:00 საათზე მოხდა. სატვირთო ავტომობილი ხიდზე ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 7 და დაშავდა 50-მე ადამიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×