რეზონანსი
04.06.2017

 (რეზონანსი) „AS"-ის ცნობით, საფეხბურთო კლუბ მადრიდის „რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტურინის „იუვენტუსის" დამარცხების შემდეგ „რეალის" მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან ზიდანს ეს პოსტი სამუდამოდ შესთავაზა:

„ზიდანს შეუძლია „რეალში" სიცოცხლის ბოლომდე დარჩეს. ჩვენი გულშემატკივრები მას მადლობას უხდიან. ის გუნდში 17 თვეა მუშაობს და ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია" , - განაცხადა პერესმა. „რეალის" პრეზიდენტმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელი სავარაუდოდ მეხუთედ მოიგებს „ოქროს ბურთს".

„არა მგონია, რომ ამ ჯილდოს ვინმე უფრო იმსახურებდეს, ვიდრე რონალდუ" , - განაცხადა პერესმა.

მადრიდის რეალმა ტურინის იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის 2016/2017-ის სეზონის ფინალში 4:1 დაამარცხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×