რეზონანსი
04.06.2017

 (რეზონანსი) ბორჯომის მუნიციპალიტეტში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიების შედეგად, გამოავლინეს არარეგისტრირებული სახერხი საამქროები. ამოღებულია 11 უკანონო სახერხი დანადგარი, 16 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი და 15 მ3 მორი.

შემოწმება ერთდროულად ოთხ სოფელში -საკირეში, ყვიბისში, ჭობისხევსა და დგვარში განხორციელდა და მასში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 45 თანამშრომელი მონაწილეობდა.

გამოვლენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით შედგა 12 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. ამოღებული სახერხი დანადგარები გადატანილია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მსგავსი პრევენციული ღონისძიებების გატარებას სხვა რეგიონებშიც გეგმავს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×