(რეზონანსი) შპს „ლიკანის რეზიდენცია" რომანოვების სასახლის კომპლექსის სარეაბილიტაციო მომსახურების შესყიდვას შეზღუდულ ვადებში, ტენდერის გარეშე ითხოვს.
„ზამთარში გათბობის სისტემის მწყობრიდან ხშირი გამოსვლა შენობის ინტერიერს მნიშვნელოვნად აზიანებს, კულტურული ფასეულობების შენახვისათვის საჭირო ტემპერატურული რეჟიმის დაცვა ვერ ხერხდება, სახურავიდან წყალი ჩამოდის, რაც კედლებს აზიანებს. პარკში უნიკალური ჯიშის ხე-მცენარეები დაავადდა", - წერია შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ წერილში.
რომანოვების სასახლის კომპლექსი სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ „საპარტნიორო ფონდს" თხოვების უფლებით იმ პირობით გადასცა, რომ ფონდი სააგენტოსთან შეთანხმებით კომპლექსის რეაბილიტაციას განახორციელებს; ფონდმა კი შვილობილის დაფუძნებამდე მიმწოდებელთა მოძიებაც დაიწყო.
რომანოვების სასახლის კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
შესყიდვების სააგენტომ გადაწყვეტილება 8 ივნისამდე უნდა მიიღოს.