რეზონანსი
04.06.2017

 (რეზონანსი) მმართველი გუნდის წევრები პრემიერმინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დახურულ შეხვედრას მართავენ. გავრცელებული ინფორმაციით, განხილვის საგანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებია.

„ძირითადი დრო დაეთმობა თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს არის ჩვენი პოლიტიკური პროგრამა, რომელზეც მუშაობა დავიწყეთ. მეორე მნიშვნელოვანი თემა - ეს არის მზადება ახალი კონსტიტუციის საპარლამენტო განხილვებისთვის", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თბილისის მერობის კანდიდატად დასახელებას, თალაკვაძის თქმით, ამ საკითხზე დღეს არ იმსჯელებენ.

„დღეს ამაზე არ ვმსჯელობთ, თუმცა ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ძლიერი წევრი, ამიტომ მისი განხილვა ნებისმიერ საპასუხისმგებლო პოსტზე, რა თქმა უნდა, ძალიან რეალურია", - აღნიშნა თალაკვაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×