რეზონანსი
05.06.2017

 (რეზონანსი) "RT.COM" -ის ცნობით, ლიტვამ რუსეთის საზღვართან დამცავი კედლის მშენებლობა დაიწყო. მედიის ინფორმაციით, კედელი 44,6 კილომეტრის სიგრძეზე აღიმართება, თანამედროვე სათვალთვალო ტექნიკით აღიჭურვება და სასაზღვრო სოფლებსა და კალინინგრადს შორის იქნება აგებული.

მშენებლობის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან იქნება გამოყოფილი. კედლის მშენებლობა მიმდინარე წლის 20 დეკემბერს უნდა დასრულდეს.

ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იანვარში განაცხადა, რომ კედელი ტანკებს და სხვა მძიმე ტექნიკას ვერ შეაჩერებს. თუმცა ვილნიუსში მიაჩნიათ, რომ რუსეთთან, რომელიც ლიტვისთვის გეოპოლიტიკურ საფრთხეს წარმოადგენს, ფიზიკური ბარიერი აუცილებლად უნდა არსებობდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×