რეზონანსი
05.06.2017

 (რეზონანსი) თბილისის #41 საჯარო სკოლაში 2 თვის განმავლობაში მენინგიტის 2 შემთხვევა დაფიქსირდა. პირველ შემთხვევაში ავად მე-4 კლასელი გოგონა იყო, რომელიც გამოკვლევების შემდეგ კლინიკაშიც იწვა და უკვე გამოჯანმრთელდა. მენინგიტით დაავადების მეორე ფაქტი კი მე-9 კლასის მოსწავლის შემთხვევაში გამოვლინდა.

სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სადეზინფექციო სამუშაოები დღეს უნდა ჩატარდეს.

"სკოლას აქვს რესურსი, რომ ასეთი შემთხვევების დროს საჭირო პროცედურები თავად განახორციელოს. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული სადეზინფექციო სამსახურთან. ამ შემთხვევაში, დღეს განხორციელდება სპეციალური სადეზინფექციო სამუშაო და ხვალ სველი წესით დამუშავდება. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, გაკვეთილების შეფერხება არ იქნება", - განაცხადა სკოლის დირექტორმა რევაზ ჯავახიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×