რეზონანსი
05.06.2017

 (რეზონანსი) პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის შესაძლო შენიშვნების საფუძველზე, შესაძლოა სისტემის შენარჩუნება და მაჟორიტარული არჩევნების დატოვება მოხდეს.

როგორც კობახიძემ განმარტა, აღნიშნულ საკითხზე უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე იმსჯელეს და პროპორციულ სააარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უმრავლესობის შიგნით სერიოზული წინააღმდეგობებია.

"გრძელვადიან პერსპექტივაში არსებული სისტემა სერიოზულ რისკებსა და საფრთხეს ქმნის. აქედან გამომდინარე, აუცილებელია პროპორციულ სარჩევნო სისტემაზე გადასვლა, თუმცა არის საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა გუნდის შიგნით. გაგრძელდება კონსულტაციები და პრინციპული მუშაობა უმრავლესობის შიგნით", - განაცხადა კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×