(რეზონანსი) ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო, თბილისში არსებულ 28 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია.
როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ამ პუნქტების საქმიანობა მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობდა, მათ შორის იდენტიფიკაცია-ვერიფიკაციის პროცესების არაჯეროვნად განხორციელება, შიდა კონტროლის სისტემის არარსებობა და მომხმარებელთა უკმაყოფილება. კერძოდ, სავალუტო პუნქტების მიერ არ ხდებოდა მომხმარებელთათვის ინფორმაციის მიწოდება გაცვლით კურსებთან დაკავშირებით. ამავე დროს, ხორციელდებოდა ტრანზაქციის საკომისიო გადასახადით დაბეგვრა
მომხმარებლის წინასწარი ინფორმირების გარეშე.
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის" თანახმად, პუნქტი ვალდებულია, ამასთან დაკავშირებით სათანადო ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს.
„იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406 ან მოგვწეროთ" -ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.