რეზონანსი
05.06.2017

 (რეზონანსი) პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი გიორგი ბადაშვილი საქმიანობას ძალოვან სისტემაში გააგრძელებს, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად სად დაინიშნება ბადაშვილი.

„ფინანსთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები დაიწყო, რომელიც მხოლოდ კარგი დინამიკის მიზნით იქნება მიღებული. გარკვეული ცვლილებები შეეხებათ მათ, ვინც თანამდებობაზე მუშაობენ. ბადაშვილი ძალოვან უწყებში გარკვეულ პოზიციაზე იქნება წარდგენილი", - განაცხადა ბესელიამ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანლემა გიორგი ბადაშვილმა თანამდებობა შაბათს დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×