რეზონანსი
05.06.2017

 (რეზონანსი) საქართველოს კონსტიტუციით, სამხედრო სავალდებულო სამსახური აღარ იქნება განსაზღვრული. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტისა და მთავრობის პოლიტიკა განსაზღვრავს, როგორი იქნება გაწვევის სისტემა და იარსებებს თუ არა სავალდებულო გაწვევა.

„ეს კონსტიტუციის დონეზე აღარ იქნება მოწესრიგებული. შესაბამისად, მთავრობის და პარლამენტის გადასაწყვეტია, თუ როგორ ჩამოყალიბდება სამხედრო გაწვევის სისტემა", - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს კანონში სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ ნათქვამია, რომ:

1. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის მოვალეობაა. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმა განისაზღვრება კანონით.

2. სამხედრო ვალდებულება ითვალისწინებს:

ა) სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას;

ბ) სამხედრო აღრიცხვას;

გ) სამხედრო სამსახურს;

დ) რეზერვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×