რეზონანსი
05.06.2017

 (რეზონანსი) პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი თვითმმართველი ქალაქების შემცირებას და 7 თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაერთიანებას ითვალისწინებს, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე მცირდება. თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ექნება მხოლოდ თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთს და ბათუმს.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-10 მუხლით, პარლამენტს საქართველოს მთავრობის წინადადება წარედგინა, რომლის მიხედვით 14 მუნიციპალიტეტის გაერთიანებით უნდა შეიქმნას 7 ახალი მუნიციპალიტეტი. ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტის გაერთიანებით იქმნება გორის მუნიციპალიტეტი.

ამავე პრინციპით, შეიქმნება ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა და 20 კანონში ცვლილებები შედის. პროექტის ავტორია საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

„თვითმმართველობის შესახებ კანონში" ცვლილებების პაკეტი პარლამენტში ოფიციალურად შევიდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×