რეზონანსი
05.06.2017

 (რეზონანსი) თბილისის სააპელაციო სასამართლო რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენის, გოჩა ზასოხოვის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვაზე მსჯელობს.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარდგენილია პროკურორის დადგენილება, რომლის თანახმად, გამოვლენილია მსჯავრდებულის უფლებების დარღვევა, ამ უფლებების დარღვევა მსჯავრდებულის უდანაშაულობას ამტკიცებს.

ბიზნესმენის ადვოკატმა ირაკლი ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გადასინჯვა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება.

„ჩვენი საჩივრის საფუძველზე უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯოს გოჩა ძასოხოვის მიმართ გამოტანილი განაჩენის კანონიერება", - განაცხადა ირაკლი ბიბილაშვილმა.

„აგარის შაქრის" მფლობელმა, გოჩა ზასოხოვმა საქართველო 2008 წლის აგვისტოში დატოვა. მას ქართველი სამართალდამცველები ფულის გათეთრებასა და სახელმწიფო თანხების მითვისებას ედავებოდნენ. ბიზნესმენის მიმართ, ორივე ბრალში წინა ხელისუფლების პერიოდში გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, თუმცა როგორც ზასოხოვის ადვოკატი აღნიშნავს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ფულის გათეთრების ბრალში გამართლდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×