რეზონანსი
05.06.2017

 (რეზონანსი) საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის თბილისის მერობის შესაძლო კანდიდატობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მინისტრს ძალიან უყვარს თბილისი და მიიჩნევს, რომ შესაბამისი გრძნობით უპასუხებენ თბილისელებიც.

„დავით ნარმანიას და კახი კალაძის თვისებების დაპირირისპირება არ არის მართებული, ვინაიდან დავით ნარმანიამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქალაქისათვის. ძალიან ბევრ პრობლემას შეეჯახა. ვფიქრობ, რომ ამ ორის თვისების დაპირისპირება არასწორი იქნება.

კალაძეს აქვს კარგი თვისებები, როგორც მენეჯერს, ასევე იმ ადამიანს ვისაც უყვარს თბილისი და მე ვფიქრობ, თბილისელებიც შესაბამისი სიყვარულით და პატივისცემით უპასუხებენ", - განაცხადა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×