რეზონანსი
05.06.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მონაწილე კლუბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ, მიმდინარე წლის 1 ივნისს მიღებული დადგენილებით, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფუნქციონირება კიდევ ერთი წლით გაიზრდება და 2021 წელს დასრულდება.

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველო ფეხბურთის განვითარებისთვის 211 მილიონს დახარჯავს. დამატებით 100 მილიონი კი, სხვადასხვა ქალაქებში ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×