(რეზონანსი) „Assabah News"-ის ინფორმაციით, ლიბიის დროებითმა მთავრობამ, ყატართან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ განაცხადა.
„ყატარი 2012 წლიდან იარაღით ამარაგებს ლიბიის ექსტრიმისულ ორგანიზაცია „მუსლიმთა საძმოს" და სხვა ისლამისტურ დაჯგუფებებს. ის არაბული ქვეყნების უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგინეს", - აცხადებს ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამ ად დაირი.
ლიბია შეუერთდა საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებული საამიროებს, ეგვიპტეს, ბაჰრეინს და იემენს, რომლებმაც ყატარი ტერორიზმის მხარდაჭერასა და რეგიონის დესტაბილიზაციაში დაადანაშაულეს.
ყატარსა და მის მეზობლებს შორის კონფლიქტი ელ-რიადში გამართული აშშ-სა და სპარსეთის ყურის ქვეყნების სამიტის შემდეგ განვითარდა. ერთ-ერთმა ყატარულმა სააგენტომ ამირის სახელით მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ირანთან ურთიერთობის დალაგებაზე იყო საუბარი. არაბული ქვეყნების სამიტზე კი ირანი მტრული პოლიტიკის წარმოებაში დაადანაშაულეს და ადეკვატური ზომების მიღებით დაემუქრნენ. მოგვიანებით, ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სააგენტოს ვებგვერდი გატეხეს და ამირის სახელით განცხადება ჰაკერებმა გაავრცელეს.