(რეზონანსი) ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკასთან ექიმები აქციას მართავენ. ისინი მათთვის შენობის უმოკლეს ვადაში აშენებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, შოთა გოგიჩაიშვილის განმარტებით, სახელმწიფომ დაპირება უნდა შეასრულოს და შენობა ააშენოს, სადაც პაციენტის ღირსეულად მიღების და კვალიფიციურად მომსახურების საშუალება იქნება.
„ჩვენ დიდი ხანია ამ საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაცია გვაქვს, თუმცა ამ პროცესის ადგილიდან დაძვრა ვერ ხერხდება. ბოლო 8 თვე მხოლოდ იმას დასჭირდა, რომ კომპანია შეერჩიათ, რომელიც პროექტს 6 თვის მანძილზე გააკეთებდა. ამის შემდეგ მშენებლობის ეტაპი უნდა დაიწყოს, რასაც მინიმუმ 3-4 წელი დასჭირდება. რომ ის შენობები, რომელშიც ცენტრია განთავსებული, ნგრევის პირასაა და ახალი ჯერ არც დაწყებულა",- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა დღეს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოფიციალურად უნდა გახსნას. აქციაზე მისული თანამშრომლები მათი პრობლემების შესახებ პრემიერის საქმის კურსში ჩაყენებას გეგმავენ.