რეზონანსი
06.06.2017

 (რეზონანსი) აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ზოგიერთი „სახიფათო" ქვეყნის მოქალაქეს აშშ-ში შესვლა უნდა აეკრძალოს, ამის შესახებ ტრამპმა სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა:

„ჩვენ გვჭირდება აკრძალვის დაწესება კონკრეტული სახიფათო ქვეყნების მოქალაქეების აშშ-ში შემოსვლაზე და არა პოლიტიკურად კორექტული ტერმინების გამოყენება, რაც ხელს არ შეუწყობს ჩვენი ხალხის დაცვას " , - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის" პირად გვერდზე.

მიმდინარე წლის 6 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას აშშ-ის ტერიტორიაზე ექვსი ქვეყნის მოქალაქეების (სუდანი, სირია, ირანი, ლიბია, სომალი და იემენი) შესვლაზე დროებითი აკრძალვის შესახებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×