რეზონანსი
06.06.2017

 (რეზონანსი) „ქართული მიწის დაცვის ჯგუფი" საეთერო დროის მოთხოვნით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქციას მართავს. ისინი ტელევიზიას ერთი საათის გამოყოფას სთხოვენ, სადაც კონსტიტუციაში ჩასაწერ სასოფლო - სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების მუხლთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას დააფიქსირებენ.

აქციის მონაწილეები მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან ვასილ მაღლაფერიძესთან შეხვედრასაც მოითხოვენ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი ტელევიზიაში შესვლას შეეცდებიან.

„ქართული მიწის დაცვის ჯგუფი" მიიჩნევს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს. ორგანიზაციის წევრების განცხადებით, მათ ამ მოთხოვნით, გუშინ მიმართეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, რომელმაც მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე საეთერო დრო შესთავაზა. თუმცა, ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ მხოლოდ მაუწყებლის პირველი არხის მეშვეობით სურთ განცხადების გაკეთება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×