რეზონანსი
06.06.2017

 (რეზონანსი) ოზურგეთში ფოლკლორის ცენტრის შენობის ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა. მას ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში ოპერაცია უტარდება. ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის დავით მდინარაძის თქმით, პაციენტს აღენიშნება ქუსლის ძვლის მოტეხილობა.

არსებული ინფორმაციით, სამუშაოს დროს მუშას ფეხი დაუცურდა და ხარაჩოდან ჩამოვარდა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×