რეზონანსი
06.06.2017

 (რეზონანსი) ინფექციურ კლინიკაში, შუახნის ქალი მენინგოკოკცემიის ვირუსით გარდაიცვალა. პაციენტის გარდაცვალების მიზეზი, ექიმისთვის დაგვიანებით მიმართვა გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტს სტაციონარში განთავსებამდე, რამდენიმე დღე მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მედიკოსების განცხადებით, ქვეყანაში მენინგოკოკცემიის ეპიდემიის გავრცელების რისკი არ არსებობს. თუმცა, კლინიკის წარმომადგენლებმა, ეპიდემიის შესაძლო საფრთხისგან თავის ასაცილებლად, ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრს მიაწოდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×