(რეზონანსი) საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი მთავრობის წევრებს, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მოუწოდებს, ბიზნესში ნაკლებად ჩაერიონ.
კახა ოქრიაშვილი, სერგეენკოს დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, ფარმაცევტულ კომპანიებს შესაძლოა, კლინიკების და სადაზღვევო კომპანიების მართვის უფლება აღარ ჰქონდეთ.
„სერგეენკოც და ყველა მინისტრი ბიზნესში ნაკლებად ჩაერიონ, რადგან ყელში ამოიყვანეს. ბიზნესის კეთება არავის აღარ სჭირდება და არც მე, არც ჩემს კომპანიას. ბიზნესში მუდმივი რაღაც აკრძალვა განწყობას აფუჭებს. წავიდნენ, ბიზნესი აკეთონ, ამის თავიც არ აქვთ", - აღნიშნავს დეპუტატი.