რეზონანსი
06.06.2017

 (რეზონანსი) არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრმა ანვარ გარგაშმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ყატარისგან ურთიერთობის აღდგენის გეგმას ითხოვს.

„იმისათავის, რომ ნდობა აღდგეს, ჩვენ გვჭირდება გარანტირებული საგზაო რუკა", - დაწერა მინისტრმა სოცლიაური ქსელში.

ანვარ გარგაშმა ყატარი ტერორისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა როგორც ფინანსებით, ასევე მედიარესურსებით.

გაზეთ „Financial Times"-ის ცნობით, ყატარის ხელისუფლებამ სამეფო ოჯახის წევრების გამოსასყიდად ტერორისტებს ასობით მილიონი დოლარი გადაუხადა. გამოცემა, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას და სამხედრო მაღალჩინოსნებს ეყრდობა, წერს, რომ გამოსასყიდი ირანის სამხრეთში ჯიჰადისტების მიერ დატყვევებული 26 ადამიანის გამოსახსნელად გადაიხადეს.

არაბული სახელმწიფოების კოალიციამ, რომელსაც საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს და იემენში ამბოხებულებთან ბრძოლისთვის შეიქმნა, ყატარი ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში დაადანაშაულა. ამის გამო ექვსმა არაბულმა ქვეყანამ ტერორიზმისა და რეგიონში დესტაბილიზაციის მხარდაჭერის ბრალდებით, ყატართან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×