რეზონანსი
06.06.2017

 (რეზონანსი) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი შესაძლოა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი იყოს.

ზაალ უდუმაშვილი და ნიკა გვარამია კიევში იმყოფებიან, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციებს მართავენ.

აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან" საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე იქნებოდა. თუმცა ასევე საუბარი იყო კვლავ ნიკა მელიას კანდიდატურის დაყენებაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×