რეზონანსი
06.06.2017

 (რეზონანსი) „BBC"-ის ცნობით,ბამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო დატოვოს.

გაეროში აშშ-ის ელჩი ნიკი ჰეილი აცხადებს, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება მის როლს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში. მისი თქმით, ამერიკას უჭირს დაეთანხმოს ისრაელის წინააღმდეგ გაეროში მიღებულ 5 რეზოლუციას, მაშინ, როდესაც საბჭოში არცერთი საკითხი არ განხილულა ვენესუელაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

გაეროში აშშ-ის ელჩს მიაჩნია, რომ საბჭო საკმარისად არ აკრიტიკებს ირანის ქმედებებს, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევით რეკორდს ამყარებს და არც ვენესუელაში მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციაზე აკეთებს აქცენტს, სადაც საპროტესტო აქციებზე პოლიციელებთან შეტაკებისას უკვე რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×