(რეზონანსი) „Sputnik"-ის ინფორმაციით, ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები უკვე მეცხრე ქვეყანამ, მავრიტანიამაც გაწყვიტა.
ტერორიზმის მხარდაჭერისა და ექსტრემისტული იდეოლოგიის პროპაგანდისთვის ყატართან თავდაპირველად ურთიერთობები ხუთმა არაბულმა ქვეყანამ შეწყვიტა. მოგვიანებით, ამ ქვეყნებს ლიბია და მავრიკია შეურთდნენ. იორდანიამ კი, რადიკალური ზომების მიღებისგან თავი შეიკავა და დიპლომატიური ურთიერთობები მხოლოდ მინიმუმამდე დაიყვანა. მავრიტანიამ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.
„ყატარი მუშაობდა რიგ არაბულ ქვეყნებში ანარქიისა და უწესრიგობის დასამკვიდრებლად. მისი პოლიტიკა რეგიონში იყო ტერორისტული პოლიტიკისა და ექსტრემისტული იდეების მიმდევარი", - წერია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არაბულმა ქვეყნებმა ყატარი რეგიონში ტერორიზმისა და დესტაბილიზაციის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. კერძოდ, ეგვიპტემ განაცხადა, რომ ყატარის დედაქალაქი „მუსლიმ ძმებს" ეხმარება.