რეზონანსი
07.06.2017

 (რეზონანსი) „BBC"-ის ცნობით, თეირანში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ამასთან ცნობილი ხდება, რომ ირანის პარლამენტის გარშემო სნაიპერები პოზიციებს იკავებენ.

დღეს ირანის პარლამენტში გასროლის ხმა გაისმა. შედეგად პარლამენტის დაცვის თანამშრომელი გარდაიცვალა. ინციდენტის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აიათოლა ჰომეინის მავზოლეუმში სამი ადამიანი შეიჭრა, მათგან ორმა მავზოლეუმში მყოფებს ცეცხლი გაუხსნა, ერთმა თავდამსხმელმა კი მავზოლეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე თავი აიფეთქა. ადგილობრივი მედია წერდა, რომ მავზოლეუმში მყოფი ორი თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა.

ინდიცენდეტების შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა, 33 კი დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×