რეზონანსი
07.06.2017

 (რეზონანსი) თბილისის მერობის კანდიდატურებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს. კონკრეტულად კი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის" მიერ თბილისის მერობის კანდიდატურაზე ზაალ უდუმაშვილის შესაძლო წარდგენას გამოეხმაურა.

„თბილისის მერის თანამდებობაზე არა მარტო უდუმაშვილს, არამედ ოპოზიციის არც ერთ კანდიდატს არ აქვს შანსი", - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, ჩვენ დავასახელებთ კანდიდატს მას შემდეგ, რაც პოლიტსაბჭოს მიერ მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. პროგრამა მინიმუმი გვაქვს პირველ ტურში გამარჯვება - თუ ჩვენი კანდიდატი იქნება კახი კალაძე, ეს პროგრამა მინიმუმი იქნება უპირობოდ შესრულებული, ყოველგვარი განსაკუთრებული სირთულეების გარეშე",- განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×