რეზონანსი
07.06.2017

„BBC"-ის ცნობით, ლონდონში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

გამოცემის ინფორმაციით, პოლიცია აქამდე ეძებდა საფრანგეთის მოქალაქეს, 45 წლის ხავიერ ტომას, რომელიც ტერაქტის დროს გაუჩინარდა.

3 ივნისს, საღამოს, ლონდონის ხიდთან, თვითმხილველების თქმით, სამი „სამხრეთული" გარეგნობის ადამიანი თეთრი ფერის მიკროავტობუსით ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. შემდეგ კი დანებით თავს დაესხნენ გამვლელებს.

სამართალდამცველებმა სამივე ტერორისტი მოკლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×