რეზონანსი
07.06.2017

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ლომისობის დღესასწაულზე, სალოცავთან მისასვლელ გზაზე 20-მდე ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც იქ მიმსვლელ მლოცველებს დახმარებას უწევენ.

მათივე ცნობით, მაშველები ამ დროისთვის 20-მდე ადამიანს დაეხმარნენ, რომლებსაც ფეხი დაუცურდათ და მსუბუქი დაზიანება მიიღეს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ადგილზე 65 მაშველი იმყოფება და იქ იმ დრომდე დარჩებიან, ვიდრე ბოლო ადამიანი არ დატოვებს სალოცავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×