რეზონანსი
07.06.2017

 დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორად იურისტი კრისტოფერ რეი წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სიახლის შესახებ ტრამპა სოციალურ ქსელში დაწერა.

2003-2005 წლებში კრისტოფერ რეი უმცროსი ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს გენერალური პროკურორის თანაშემწედ მუშაობდა.

ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიურის ხელმძღვანელი ჯეიმს კომის დაკავებული თანამდებობიდან 9 მაისს გაათავისუფლა.

მოულოდნელი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, როცა ცნობილი გახდა, რომ ჯეიმს კომიმ სენატში გამოსვლისას ჰილარი კლინტონის წერილებზე არასწორი მონაცემები მოიყვანა. დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი თავის მარცხს არჩევნებში კომის აბრალებდა.

ტრამპი აშშ-ის ისტორიაში მეორე პრეზიდენტია, ვინც FBI-ის უფროსი მოხსნა. 1993 წელს ბილ კლინტონმა ამ თანამდებობდან უილიამ სეშნსი გადააყენა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×