რეზონანსი
07.06.2017

 (რეზონანსი) „The Guardian" იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, სადაც ტურისტებს სასტუმროებში უფასოდ დასვენება შეუძლიათ.

აღნიშნულ სიაში შრი-ლანკა პირველ ადგილს იკავებს. სასტუმრო „Helgas Folly" მოხვდა, რომლის მეპატრონე სასტუმროს 30 ნომერს მისთვის სასურველი სტუმრეებისთვის უფასოდ ინახავს, ოღონდ ერთ პირობით, ვიზიტორები აუცილებლად კედლის მხატვრობის სპეციალისტები უნდა იყვნენ. თავად სასტუმროს მეპატრონეც ხელოვნების ამ მიმართულების მოყვარულია და თავის სასტუმროში კედლებს თავად ხატავს.

სიაში მოხვდა იტალიაში, კამბოჯასა და ფილიპინებზე განთვსებული ბუტიკ-სასტუმროები. იქ მუსიკოსებს, მხატვრებს, ფოტოგრაფებს და ხელოვნების სხვა სფეროს წარმომადგენლებს იწვევენ.

საბერძნეთის კუნძულზე მდებარე ჰოსტელის მეპატრონე კი დამსვენებლებს, უფასო ოთახისა და კვების სანაცვლოდ, თავის ფერმაში მუშაობას სთავაზობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×